Sunday, 15 March 2015

ანგარიში

                         სსიპ. ქ.თბილისის 203-ე საჯარო სკოლის დირექტორს
                                                                                       ქ.ბ. ნინო მეტრეველს.
                                 ამავე სკოლის ინგლისური ენის  პედაგოგისშ.ბარბაქაძის
                                          2014-15 სასწავლო წლის  სემესტრში  ჩატარებული მუშაობის


ა   ნ   გ   ა   რ   ი   შ   ი


       აღნიშნულ სკოლაში მუშაობა დავიწყე 2014 წლის 21 ოქტომბრიდან. ვასწავლი     VI , VII ,VIII,  IX , XI  კლასებს. ვიყენებ VI კლასში English World 2 , VII – VIII კლასებში New Inspiration 1,  IX  კლასში  New Inspiration 2, XI  კლასში Gateway A2.  დავწერე გეგმიური  შემაჯამებელი სამუშაოები. ბავშვები საპროგრამო მასალას ითვისებენ დამაკმაყოფილებლად.  გაკვეთილის  მსვლელობის  დროს  ვიყენებ თვალსაჩინოებას, შემეცნებით - დიდაქტიკურ თამაშებს, ასევე ითვისებენ  მარტივ  ლექსებს შეძლებისდაგვარად, კითხულობენ და ჟესტურად გადმოსცემენ  ადაპტირებულ მიკროტექსტებს, ვაცნობ მარტივ გრამატიკულ კონსტრუქციებს კონტექსტში. ვმუშაობ მოსწავლეებთან  ისგ-ს  გათვალისწინებით.
                                                    



                                                                                                              პედაგოგი:  შორენა ბარბაქაძე








ქ. თბილისის 203 - ე საჯარო  სკოლის         
ინგლისური  ენის  კათედრის წლიური    
            
                                                   ა ნ გ ა რ ი შ ი
                
           ინგლისური ენის კათედრა შედგება ორი პედაგოგისგან.  2014 – 15  სასწავლო წლის განმრავლობაში ვმუშაობდით ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ისგ-ს გათვალისწინებით. წლის განმრავლობაში კათედრამ ჩაატარა გეგმიური სხდომები,  რომლებზეც  ვარჩევდით აქტუალურ საკითხებს.  გარდა  ამისა  პერიოდულად ორგანიზებას ვუწევდით კათედრის დამატებით შეხვედრებს,  რომლებზეც  განვიხილავდით ყოველდღიურ  საგაკვეთილო  გეგმებს,  კათედრაზე  სისტემატიურად  ხორციელდებოდა  გამოცდილების  ურთიერთგაზიარება.
                  მთელი სემესტრის განმრავლობაში პედაგოგები ესწრებოდნენ სხვადასხვა ტრეინინგებს,  კერძოდ - ინგლისური წიგნი  საქართველოში ( ტრეინინგი  ტარდებოდა  მაკმილანის  განათლების ტრენერების მიერ),  Save  the  Children- ის ტრეინინგებს  სხვადასხვა სფეროში ( კატასტროფების დროს  რისკის მაქსიმალურად შემცირება,  პირველი სამედიცინო  დახმარება  და პირველი ბავშვთა ფსიქოლოგიური დახმარება კატასტროფების დროს ) და განათლების სამინისტროს მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ ‘’ინტელ’’- ის ტრეინინგებს. ტრეინინგებზე მიღებული ცოდნის საფუძველზე კლასებში ტარდებოდა ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ისგ-ს გათვალისწინებით სხვადასხვა პროექტები და პრეზენტაციები. კერძოდ : 6კლასში ჩატარდა პროექტი  Food,  11- ე  კლასში ჩატარდა დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია, ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში You to be-დან ამოღებული მასალის საშუალებით მოსწავლეებს მიეწოდა ინფორმაცია ზვავზე  (Avalanche),  6კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი  „ My  day ‘’ .
                     სასწავლო წლის განმრავლობაში მოსწავლეებს  მიეწოდებოდა  გამარტივებული  ტექსტები  და  დიალოგები, რომ  მოსწავლეებისათვის ადვილად გასაგები ყოფილიყო.  მოსწავლეებს  ვასწავლეთ  ელელმენტარული  გრამატიკული  ერთეულები,  სამეტყველო  ფუნქციები,  გაკვეთილზე  ვიყენებდით  წიგნებს,  პოსტერებს,   სურათებს,  სახალისო  თამაშობებს,  ჟესტურ  ანასა  და  ინგლისურ  დაქტილს ,   სსმ  მოსწავლეებთან  ვმუშაოდით  ინდივიდუალურად.
                        ყველა  კლასში  გეგმის  მიხედვით  ჩატარდა  შემაჯამებელი სამუშაოები,  შევიმუშავეთ  საექსტერნო  გამოცდების  ტესტები VII -  XII  კლასებში.
                         2014 – 15  წწ  ეროვნული  სასწავლო  გეგმით  გათვალისწინებული  ყველა  საკითხი  შესრულებულია.



                                                                                          კათედრის  ხელმძღვანელი: ც.  ჩიკვაძე
                                                                                              მოადგილე:   შ.  ბარბაქაძე


No comments:

Post a Comment