Sunday, 15 March 2015

სამოდელო ღია გაკვეთილები

                                              სამოდელო ღია გაკვეთილი               

                                           თემა- ჩემი დღე     ( My Day)

სწავლების      საფეხური  VI კლასი               დონე - დ2
 მოსწავლეთა     რაოდენობაკლასში არის 9 მოსწავლე.აკადემიური მოსწრება 7.
 მოსწავლეთა პროფილიკლასში   არიან  სსმ მოსწავლეები. სწავლება  მიმდინარეობს ისგ-ს მიხედვით, ჟესტური მეტყველების საშვალებით ,
გაკვეთილის მიზანიმოსწავლეს განუვითარდეს  წერა- კითხის  უნარ-ჩვევა პედაგოგის დახმარებით. აითვისოს ახალი ლექსიკური მასალა  (get up,   go to school, come home, read books, go to bed  ) და დააკავშიროს დროის ზმნიზედებთან  ( in the morning, in the afternoon, in the evening).
 სტანდარტიუცხ.დ.II.5 მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა - წაკითხვა.
უცხ.დ.II.7  მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა.
უცხ.დ.II.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
 გაკვეთილი მსვლელობა1) მოსწავლეები განეწყობიან გაკვეთილისთვის. მისალმება ინგლისურად:Hello, how are you? I am fine and you? (2 წთ)
2) გონებრივი იერიში ( warm up) იმეორებენ და გადმოსცემენ ჟესტურად უკვე ნასწავლ სიტყვებს: When do you have breakfast? - In the morning. When do you have dinner?- In the afternoon. When do you have supper? - In the evening.( 10 წთ)
3)მოსწავლეები ასრულებენ მოქმედებებს: Open your note-books and write down. ( 2 წთ)
4) მოსწავლეები იწყებენ დაფაზე დაწერილი ტექსტის წაკითხვას ინდივიდუალურად. ამოიწერენ ხაზგასმულ სიტყვებს და მიუწერენ სავარაუდო პასუხს. დროის ლიმიტის გასვლის შემდეგ მასწავლებელი ეკითხება თუ რამდენად გაიგეს მათ ტექსტის მნიშვნელობა და მიხვდნენ თუ არა ხაზგასმული სიტყვების მნიშვნელობასდა სტხოვს მათ გადმოსცენ ჟესტურად. მსჯელობა გრძელდება ტექსტის შინაარსის შესახებ.(15 წთ).
5)  ( Matching)  დახარისხება- მასწავლებელი ჩამოწერს დაფაზე დღის მონაკვეთებს და სთხოვს მოსწავლეებს მიუწერონ ტექსტის მიხედვით შესაფერისი აქტივობები და გადმოსცენ ჟესტურად. ( 10 წთ )  
საშინაო დავალება  გადაწერონ ახალი სიტყვების შემცველი წინადადებები მოცემული ტექსტიდან ( 3 წთ)
შეფასება განმავითარებელი წერითი და ზეპირი დავალების მიხედვით.( 3 წთ)
მასალებიEnglish World 2, რვეული, დაფა, პოსტერი.
სწავლების მეთოდები გონებრივი იერიში, კითხვა- პასუხი, ინდივიდუალური მუშაობა


     











No comments:

Post a Comment